პოლიციამ მკვლელეობაში ეჭვმიტანილი დააკავა!
იმერეთის სამხარეო პოლიციამ საჩხერის რაიონული სამმართველოს და ძველი თბილისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა ტალახაძე დააკავეს, რომელსაც დედინაცვლის, ვალენტინა ტალახაძის მკვლელობაში ედება ბრალი. მკვლელობა 6 ნოემბერს, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში მოხდა. მამუკა ტალახაძემ დედინაცვალს დანით 45 ჭრილობა მიაყენა, მისი კუთვნილი 130 ლარი გაიტაცა და მიმალვა სცადა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სსკ-ის #108 მუხლით არის აღძრული.