ლამაზი დღე ბოტანიკურ ბაღში

ლამაზი დღე ბოტანიკურ ბაღში

   დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შმმ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ერთი ძალიან ლამაზი დღე აჩუქეს. მათ ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრებიც გადასცეს. 

   როგორც ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ნინო გოცაძემ განაცხადა, ეს არ არის პირველი ღონისძიება და ბაღი სამომავლოდაც უამრავ ასეთი ლამაზი ღონისძიების მოწყობას გეგმავს. ბოტანიკური ბაღის პიარ-სამსახურის უფროსის, გია გაბრიჩიძის თქმით კი, ასეთი დღეები ხელს უწყობს ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

   ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელებს შეუერთდა აქცია "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" და როგორც აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ვახტანგ ჟორდანიამ განაცხადა, იქ მისულ ბავშვებს 2 იანვრის საახალწლო სპექტაკლის "ზღაპარეთის ერთი ჯადოსნური ღამე"-ზე დასასწრები ბილეთები გადასცეს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: