გიორგი ბადაშვილი: "ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოვლინდა"
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა, რომელზეც ბუნებრივია ამჟამად ვერ ვისაუბრებ. განცხადება ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები სრულად არიან ინფორმირებულები.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები - ხარშილაძე და ძაძამია, ასევე, ექსპერტი ჩაჩუა, რომელთა ქმედებებსაც წინა ხელისუფლებამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებზეც, ბუნებრივია, ამჟამად ვერ ვისაუბრებ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად არიან ინფორმირებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები. ისინი ჩართულნი არიან გამოძიების მიმდინარეობაში", - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.
მისი თქმით, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება მარტივი არ არის.
წყარო - "კვირის პალიტრა"