გიორგი ბადაშვილი:"ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს"

გიორგი ბადაშვილი:"ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს"

 თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სანდრო გირგვლიანის საქამეზე გამოძიება ექვსი წლის შემდეგ განახლდა და ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს, აყალბებდნენ და ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, გართულებულია საქმის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.


"გამოძიება ჩიხში არ შესულა. იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ექვსი წლის შემდეგ განახლდა და ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს და აყალბებდნენ თუ ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. ამას თან ერთვის ისიც, რომ საქმის მთავარი მოქმედი პირები საქართველოში არ იმყოფებიან, ისინი თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას", - განაცხადა ბადაშვილმა.

 

"გამოძიება თანმიმდევრულად და საფუძვლიანად იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რათა აღარ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი, რისი მაგალითიცაა მერაბიშვილისა და ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც", - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

 

წყარო - "კვირის პალიტრა"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: