გიორგი ბადაშვილი: "ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება"

გიორგი ბადაშვილი: "ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას  გარკვეული პერიოდი დასჭირდება"

ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიება ვერ მოხდება მყისიერად, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
"გავაანალიზეთ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ შემოსული საჩივრები, ზიანის ოდენობის, ქონების უკანონოდ ჩამორთვის ფორმებისა და ჩამორთმეული ქონებების სახეობების მითითებით. 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც სპეციალიზებული იქნება უშუალოდ ამ საკითხებზე სამუშაოდ, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ქვეყანაში ის უსამართლობის განცდა, რაც მემკვიდრეობით გვერგო. ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, ეს ვერ მოხდება მყისიერდ, რადგანაც წლების განმავლობაში ათასობით ფაქტი დაგროვდა. თითოეული მათგანი საჭიროებს ინდივიდუალურად დეტალურ შესწავლას. საქართველოს პროკურატურა ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გეგმებზე საზოგადოებას უახლოეს მომავალში სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის", - განაცხადა ბადაშვილმა.

 

 

წყარო - "კვირის პალიტრა"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: