გიორგი ბადაშვილი: "ხაზს ვუსვამ – ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია"
ხაზს ვუსვამ – ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია - ამის შესახებ გიორგი ბადაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
"მტკიცებულებებს საბოლოოდ სასამართლო აფასებს. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია თქვას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ვინმეს ბრალეულობის დასადასტურებლად და ამა თუ იმ პირის დამნაშავედ გამოსაცხადებლად. დღეს ჩვენ გვაქვს მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენები, რაც მიუთითებს, რომ მტკიცებულებები არსებობს. ხაზს ვუსვამ – ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია", - განაცხადა ბადაშვილმა.
წყარო - "კვირის პალიტრა"