ბაჩო ახალაია: მსურდა საზოგადოებასთან დეტალებზე მესაუბრა

ბაჩო ახალაია: მსურდა საზოგადოებასთან დეტალებზე მესაუბრა

დღეს ბაჩო ახალაია გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის შეუძლებელია ციხეში ჟურნალისტის შესვლა, დღეს „ჟურნალი“ ტაბულა მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს.

 

ძალიან საინტერსოა ინტერვიუს შესავალი: „პატიმარს დაღლილი სახე აქვს, ბევრს ეწევა და დაბალ ხმაზე საუბრობს. ოდნავ წვერი მოუშვია, საწოლის კიდეზე, წელში მოხრილი ზის და საუბრისას ცდილობს, არ ჩაეძინოს“. ალბათ, ასეთი ბაჩო ახალიას წარმოდგენა, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ, ცოტა ძნელი იქნება.

 

ახალაია კმაყოფილებას გამოთქვამს ადმინისტრაციისადმი, ის იზოლირებულ საკანში იმყოფება.  თუმცა აღნიშნავს, რომ სრული იზოლაცია ციხეში შეუძლებელია. მოსალოდნელი არც იყო, რომ მას, ციხეში შესვლის პირველივე დღიდან თავს დაესხმოდნენ. 

 

მსჯავრდებული საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც: „მე სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში მივესალმები, რომლითაც კალანდაძე და შამათავა გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რაც ჩემთან მიმართებაში გააკეთეს. რა აუცილებელი იყო პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი?“

 

არჩევნების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქვეყანა დატოვა, მისი ადგილმდებარეობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ხოლო მისი ბრალეულობის სიას ახალი ბრალდებები ემატება.

 

ყველასთვის მოულოდნელად, ახალაია საქართველოში დაბრუნდა და პროკურატურაში პირველი დაბარებისთანავე გამოცხადდა. იგი იმ დღესვე დააკავეს.

„ის ერთთვიანი პერიოდი ყველა ვარიანტში უნდა გავსულიყავი, იმ მიზეზის გამო, რომ დამატებითი პროვოკაციები არ მომხდარიყო. რას არ უთითებდნენ ჩემზე, მაგრამ როდესაც დავრწუნდი, რომ საფრთხედ ვეღარ წარმომაჩენდნენ, ავდექი და დავბრუნდი. ყველა კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, კონკრეტული, არგუმენტირებული  პასუხები მქონდა, მინდოდა ხალხისთვის ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მიმეწოდებინა. ღიად და საჯაროდ ჩამოვედი, და ჩემი ამოცანის შესახებ განვაცხადე. პოლიტიკური მიზანი არ მქონია, ეს გადწყვეტილება ჩემს შინაგან წუხილს ეყრდნობოდა. მსურდა საზოგადოებასთან დეტალებზე მესაუბრა“, - აცხადებს ციხის იზოლატორში მყოფი ბაჩო ახალაია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: