მერიაში ყვითელი ავტობუსების გაფიცულ მძღოლებთან შეხვდრა მიმდინარეობს
ყვითელი ავტობუსის გაფიცული მძღოლების ერთ-ერთო მთავრი მოთხოვნა იყო მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მერიამ მძღოლების მოთხოვნების შესრულება უკვე დაიწყო.
ამ წუთებში მერიაში ე.წ. ყვითელი ავტობუსების მძღოლებისა და მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ესწრება. ცოტა ხნის წინათ, ჯაჭვლიანი რამდენიმე მძღოლთან ერთად მერიაში მოსალაპარაკებლად იყო შესული. ისინი ითხოვდნენ მოლაპარაკებაზე მედიის დასწრებას, რაზეც თავდაპირველად უარი მიიღეს. ამის შემდეგ ისინი აპირებდნენ ტერიტორიის დატოვებას, თუმცა ცოტა ხანში მერიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ შეეძლოთ შეხვედრა მედიის თანდასწრებით გაემართათ. ამის შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი და აქციის მონაწილეები მერიაში შევიდნენ.