მანანა ორბელიანი:-"ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეთ საყდრისსში! ეს ქვეყანა ჩვენი დასალაგებელია"
უფლებადამცველმა მანანა ორბელიანმა "ივერიონის" პრესკლუბში მიმდინარე წელი სეაფასა და განაცხადა, რომ 2014 წელი საქართველოსთვის დასრულდა საკმაოდ მძიმედ, რადგან აფეთქდა კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლი, როგორიც არის საყდრისი.
-"საყდრისი ზოგადასაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლია, მე ვიცნობ ამ საქმის ყოველ ფურცელს და ყველა ცემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. მინდა პირველ რიგში აღვნიშნო საქართველს წარმატება, რომელიც გამოიხატება ასოცირების ხელმოწერაში, რომელიც იწყება ამ წინადადებით-საქართველო, როგორც ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ვალდებულია დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი, აი, ამის იქეთ ევროპა და ევროკავშირი ჩვენთან საქმეს არ დაიკავებს, რადგან საყდრისის აფეთქებით სწორედ კანონის უზენაესობა დაირღვა. სამწუხაროა, რომ ამ ძეგლის დამცველებს მთავრობის კანცელარიამ უთხრა ის, რომ ჩვენ, საზოგადოება არავინ არ ვართ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერილი ბრძანება და საყდრისი მაინც დაინგრა. ძალიან მტკივა საყდრისი და მინდა ვუსურვო ხელისუფლებას გამოიჩინოს მინიმუმ კანონისადმი მორჩილება და დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე. აფეთქებულ საყდრისსზე შეჩერდეს ყოველგვარი მუშაობა".
უფლებადამცველის თქმით არქეოლოგები მზად არიან საყდრისსში ჩასასვლელად.
-"ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეთ საყდრისსში! ეს ქვეყანა ჩვენი დასალაგებელია".