ბაჩო ახალაია: ჩვენ ქურდული სამყარო არ დაგვიმარცხებია

ბაჩო ახალაია:  ჩვენ ქურდული  სამყარო არ დაგვიმარცხებია

„არ ვიცი, ვის რისი შეეშინდა, მაგრამ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის ზურგს უკან არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - აცხადებს ბაჩო ახალია ჯურნალ „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

ახალაიას განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაკავებას ელოდა, მაგრამ ეს ასე მალე და მტკიცებულებების გარეშე თუ მოხდებოდა, ეს კი არ ეგონა. 

ციხის სკანდალურმა კადრებმა საზოგოდობაში დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყოველივე ეს კი, პირველ რიგში, ბაჩო ახალაიას და  მის მიერ შექმნილ სასტიკ რეჟიმს მიეწერებოდა, რომელიც პატიმრებს უმოწყალოდ აწამებდა. ამასთან დაკავშრებით, ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იკისრა და ამიტომაც გადადგა.    იგი ამ თანამდებობას არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაშიც ვეღარ შეინარჩუნებდა.

 

„ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის კადრები ვნახე, ისეთი შოკირებული ვიყავი, ცოტა ხანი აზრზე ვერ მოვდიოდი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ყველაფერი არა, 90% მაინც იმ კადრებში დადგმულია. ყველაფერზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასეთ რაღაცებს აქ ვინმე ჭკუათმყოფელი აკეთებდა“, - აცახდებს ახალაია ინტერვიუში.

 

ბაჩო ახალაიას მიმართ არსებულ ბრალდებებს შორის არის ციხის ცნობილი ბუნტიც. მსჯავრდებული ბუნტთან საკუთარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სისტემაში მხოლოდ 2 თვის განმავლობაში მუშაობდა და ეს დრო ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა. 

 

წინა მთავრობა თავის ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებად, სწორედაც რომ კრიმინალურ სამყაროს დამარცხებას, კერძოდ, „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტის განადგურებას ასახელებდა. ამასთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია აცხადებს: 

„ჩვენ ქურდული სამყარო არ დაგვიმარცხებია, ამის პრეტენზია ნუ გვაქვს. ჩვენ ქურდები მარსზე კი არ გადაგვისახლებია, ნაწილი აქ, საქართველოში გვიზის, ნაწილი კი მთელ მსოფლიოშია, სადაც გნებავთ. ჩვენ ციხესა და მის გარეთ კრიმინალთან კავშირი მოვსპეთ იმ დონემდე, რამდენადაც ახლაა შეჩერებული, თორემ ეს საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის მიყვანილი. ქურდები ისევ ქურდები არიან“.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: