საზღვრისპირა სოფელი მერეთი და მიცემული პირობა
საზღვრისპირა სოფელი მერეთი. ამ სოფლის მაცხოვრებლებს უამრავი პრობლემის მიუხედავად ადამიანების ჩასვლა, მათთან გასაუბრება და გულის გადაშლა ახარებთ. როგორც აღმოჩნდა სოფელს ძალიან ენატრება სპექტაკლების ნახვა. ქართველი მომღერლების მოსმენა და ამბობენ, რომ ისედაც მძიმე ცხოვრებაში, მათ შვილებს ესაჭიროებათ კულტურული ღონისძიებები.
დღეს აქცია "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" მერეთში ჩავიდა და იქაურ ოჯახებს და ბავშვებს საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ ამაში დიდი დახმარება გაუწია სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის მეუღლემ ნინო ლეჟავამ და იქ მცხოვრებმა ქალბატონებმა: სალომე გურგენიძემ, მარია იაშვილმა და ირინა ჩაჩანიძემ. მერეთელი ბავშვების გახარებაში დიდი წვლილი შეიტანა მამუკა ლომაშვილის თეატრ-სტუდია "მაჩაბელამ" და მისმა პატარა მსახიობებმა, რომლებიც 2 იანვრიდან მოყოლებული საქველმოქმედო სპექტაკლებს მართავენ.
მერეთიდან წამოსულეს პირობა ჩამოგვართვეს, რომ ისევ ვესტუმრებით, თანხმობა რომ მიიღეს ძალიან გაუხარდათ და იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ, რომ უფრო მეტად მოწყვეტილ სოფლებშიც ერთად ჩავალთ და იქაურებს ერთად ვეტყვით:-"თქვენ არ ხართ მარტო".
აქციის ორგანიზატორების განცხადებით ეს აქცია გაგრძელდება და კიდევ სხვა სოფლებს მოივლის. აქვე ცნობილი გახდა, რომ
5 იანვარს, 19 საათზე
ხორავას სახელობის "მსახიობის სახლში" (ლეონიძის 11 ა)
გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი და შემოსული თანხა მოხმარდება 4 ოჯახის დახმარებას.
ივერიონი უერთდება აქციას და უზრუნველყოფს საინფორმაციო მხარდაჭერას, ასევე მოუწოდებს თავის ერთგულ მკითხველს მიიღონ მონაწილეობა ქველმოქმედებაში და ერთად გავახაროთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გველიან.