პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგის სარჩელი დაკმაყოფილებულია
"2012 წლის 9 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ფორ.გე-პრესკლუბში გამართულ ბრიფინზე "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.
საქმე ეხება ქუბულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღის" დირექტორის, დავით მჭედლიშვილის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განჩენს.
დავით მჭედლიშვილმა 2012 წლის 18-19 ივლისს მიღებული ბრძანების საფუძველზე, მისი მოადგილის თამარ კაიკაციშვილის ჯერ დისციპლინარული წესით მისცა გაფრთხილება, ხოლო შემდგომ სამსახურიდან გათავისუფლა.
სასამართლომ 5-თვიანი დავის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორივე ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია და კოლეჯს აღნიშნული ბრძანების გაუქმება მოსთხოვა.
ეს საქმე იმითაც არის საინტერესო, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სასამართლოში 37-ე მუხლით შესული არც ერთი ისეთი საქმე არ არსებობს, რომელშიც მოსარჩელის ინტერესები ყოფილიყო დაკმაყოფილებული.
"ახალი ხელისუფლების პირობებში ეს არის პირველი საქმე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგისა, როდესაც სასამართლომ მოსარჩელე დააკმაყოფილა", -განაცხადა ბრიფინგზე არჩილ კაიკაციშვილმა.
სასამართლომ კოლეჯის ხელმძღვანელობა დაავლდებულა, რომ თავიდან მოიწვიონ ადმინისტრაციული თათბირი, იმავე შემადგენლობით, რომლითაც მოხდა პედაგოგის გათავისუფლება. ისინი ბოდიშს მოუხდიან თამარ კაიკაციშვილს, რომელსაც თავის დროზე სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენეს და, ამავე დროს, გაეცნობიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული აღარ აპირებს კოლეჯში დაბრუნებას, დაცვის მხარის მთავრი მიზანი იყო სიმართლის დადგენა.
"ჩვენ მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კარგად შეისწავლონ ყველა არსებული განცხადება და მოხდეს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმღვანელი პირების ერთპიროვნული, კლანური საქმიანობის შესწავლა", - განმარტა "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა.
დაცვის მხარის განცხადებით, თამარ კაიკაციშვილის ახლობელი, ვაჟა ბერიძე იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი. სწორედ ეს გახდა პედაგოგ თამარ კაიკაციშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მთავრი მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეს გააკეთა განცხადება, რომ სამინისტრო იწყებს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების განცხადებების განხილვას.