5 000 სანთლით გამოსახული ბოლნური ჯვარი

5 000 სანთლით გამოსახული ბოლნური ჯვარი

   -"შობას გილოცავთ!

   დღეს დავითიანნმა უკვე მესამედ შობის წინა ღამეს 5 000 სანთლით ბოლნური ჯვარი გამოსახა და ქრისტეს შობის საგალობელი იგალობა, ახალგაზრდებთან ერთად

   სიხარულით და სიკეთით ყოფილიყავით-ნათქვამია "დავითიანის" მილოცვაში.

 

   6 იანვარს "დავითიანმა" საშობაო სანთლების ასანთებად საზოგადოება სამების საკათედრო ტაძარში მიიწვია და საღამოს 18 საათზე სამებაში ცენტრალური დიდი კიბეების ქვემოთ შესასვლელი ახალგაზრდული ცენტრიდან და შემდგომ მარცხნივ 5000 სანთელი დაინთო. 

 

   -"დავითიანმა უკვე ტრადაიციად აქცია და შობის ღამეს, შობის დადგომამდე, ახალგაზრდები იკრიბებიან სამებაში და ათასობით სანთლებისგან ანთებენ დიდ ბოლნურ ჯვარს და ასე ვეგებებით შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. პირველები ერთად ვგალობთ შობის საგალობელს"-ამბობენ ორგანიზატორები. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: