არჩილ ხაბაძე: ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობს
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან 10-დღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. დღესვე მან ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ახალი ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე წარუდგინა.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კადრების ჩანაცვლება იყო და ახლა ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობს. ის აგრეთვე შეეხო აჭარის ტელე-რადიო მაუწყებლობის სტატუსს და განმარტა, რომ ყველაფერი ხუთშაბათს გახდება ცნობილი.