ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გიგი უგულავას პასუხობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გიგი უგულავას პასუხობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება.


ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ ცალსახად აფიქსირებს, რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს.


რამდენიმე დღეა ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცული არიან, მათ მოთხოვნათა გრძელი სია აქვთ, რომეთაგან უპირველესი ხელფასების გაზრდაა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: