თამაზ ჭეიშვილი:-"სნობი ,,ლუარსაბებითა" და ,,დარეჯნებით" სავსეა საქართველო და პარლამენტიც კი"
ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"იცით მე რა მიკვირს!
ასეთი პრეცედენტი უკვე იყო ევროპაში,გაიხსენეთ სალმან რუშტი და მისი კარიკატურა მუჰამედზე,არ გახსოვთ რა მოყვა?ვერ გავიგე,რა პრინციპით ეხებიან საკრალურს?
აბა წარმოიდგინეთ, სადღაც ჩვენი მაცხოვარის კარიკატურა,თანაც ასეთი უზნეო ფორმით რომ ვინმემ დახატოს და გამოაქვეყნოს... შეიძლება ბოევიკების ჯგუფი არ შევქმნათ ქრისტიანებმა(და არც შევქმნით),მაგრამ განა სასიამოვნო იქნება?თუმცა რად გინდა ,საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს უწმინდესსა და უნეტარესს გვილანძღავენ და დებილებივით ვყლაპავთ,,როგორც საგიჟეთში,, დაუნებს რომ აჭმევენ, კოვზით!
მუსლიმანებმა კი ეს მკრეხელობა არ ,,ჩაყლაპეს,,!
ძალიან ცუდია,როცა მძევალს იყვანენ!საშინელებაა,როცა მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება!
დაანებე რა თავი!რატომ აღიზიანებ?რატომ აყენებ შეურაცყოფას?ხომ ხედავთ,რომ ,მაჰნადიანები სიკვდილზე თავისუფლად და სიხარულით მიდიან!ეს ადამიანების სულ სხვა კატეგორიაა! და კიდევ!არ არის გამორიცხული,რომ კარგად ორგანიზებული პროფესიონალების დაგეგმილი იყოს ომი შუა ევროპაში, რელიგიურ ნიადაგზე!
ცოტა ...ცოტა კი არა ,,ბლომად,, ტვინებია საჭირო!ალბათ ამის დეფიციტია!...მწვავე დეფიციტი!"
თამაზ ჭეიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც ეხება და ინტელიგენციას მიმართავს:
-"გაიღვიძე ინტელიგენციავ, თქვენ საყვარელ ოჯახებს გაფიცებთ!
ილია ჭავჭავაძემ კაცია ადამიანში შემთხვევით არ გააშარჟა ლუარსაბი და დარეჯანი. ეს ორი ტიპაჟი ქართველი გაზულუქებული ქალის და კაცის,სნობი ქართველების, ზოგადი მოდელია.ილია კი ამბობდა ,,მომავალი ჩვენიაო,,...მაგრამ, აჰა დადგა ეს მომავალი,მაგრამ სნობი ,,ლუარსაბებითა და ,, ,,დარეჯნებით,, სავსეა საქართველო და თქვენ წარმოიდგინეძთ პარლამენტიც კი...საფრანგეთს ეშველება(ან რა აქვს საშველი)შუაგულ ევროპაში ცხოვრობს,სოლომონის ბეჭედზე ამოტვიფრული ასოებისა არ იყოს,,ესეც ჩაივლის,,! ..აი ჩვენ რა გვეშველება,ჩვენ,ქართველებს დასაქართველოს 25 წელია რო ვერ დავლაგდით,ვიკავებთ სავარძლენს პრაგმატები და გაღვიძებისთანავე ,,ლუარსაბები,, ,,დარეჯნებს,, ვეკითხებით
-,,დარეჯან,შენი კუჭისა,დღეს სადილად რა ვჭამოთ?,,... და არა იმას დარეჯან,როგორ, რა გზით ვიხსნათ საქართველო?
ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები,ნუ გვექნება ერთი ,,მესიის,, ბიძნა ივანიშვილის იმედი,რომელიც დაბრუნდება და ,,დოლარების ხეებს ,,დაგვირგავს რუსთავრლის გამზირზე,სადაც ამაყად აღარ დადიან,,თამარი,გიორგი,ლაშა და ლელა,, ..ვიდრე ილიას პერსონაჟები იბოგინებენ ჩვენში,ვიდრე ქართველი ისევ ,,ბედნიერი ერი,, იქნება,ვიდრე დამშეული ხელს და ტვინს არ გაანძრევს და პატიოსნად, ალალად არ იტყვის ,,ჩემო კარო ქვეყანავ ,რატომ მოგიწყენია,, გვერდზე არ გადადებს პირადულს და ცოტნე დადიანივით ზვარაკად ასრ გასცემს საკუთარ ციცოცხლეს არ შეეწირება სამშობლოს,არაფერი გვაეშველება!
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მით უფრო იგრძნობა მედროვე პრაგმატი სნობების ფუსფუსი!...მათ არ უნდა მივცეთ (ფულისტომრებს)საშუალება საქმეები ,,გააიმასქნონ,, და ისევ მოჯდნენ პარლამენტის ,,ნომენკლატურულ სავარძლებში,, მანდატჯიბედამშვენებულიები!ინტელიგენციავ,გაიღვიძე სამშობლო გვეღუპება, თქვენ საყვარელ ოჯახებს, დიდი ილიას და საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა ქართველის სულს გაფიცებთ!
...და კიდევ(ეს უკვე პირადია)ბოდიშს გიხდით ყველას,,ამისტსა და იმისტს,, ვისაც ჩემი გურული გულფიცხობით, ამ ვირტუალურ სივრცეში ვირტუალური ბილწსიტყვაობით გული გატკინეთ ! არაფერი პირადული...ესეც სამშობლოს ჭრილობამ გამაკეთებინა,რომელიც ისევე მტკივა როგორც ყველა თითოეულ თქვენგანს!
ყველას გეფერებით და იმედს ვიტოვებ,რომ ისევ გავერთიანდებით საქართველოს გადასარჩენად,ისევ ისე ერთად ვიქნებით,როგორც 1989 წლის 9 აპრილს".
ცნობისთვის, როგორც თავად ამბობს, თამაზ ჭეიშვილი დღეს ,,ობიექტივის,, ეთერში 5-ის ნახევარზე პირველად გავაკეთებს პოლიტიკურ განცხადებას!