გიორგი კალანდაძის დაკავება ირაკლი ალასანაის ინიციატივით მოხდა?
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გიორგი კალანდაძეს ბრალი დაუმძიმდეს.
მისი განცხადებით, გენერალური შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს დღეს 3 საათზე დაკითხავენ.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში გიორგი კალანდაძის დაკავება მისი ინიციატივით მოხდა. მას არ უნდოდა, რომ კალანდაძე სახლში დაეკავებინათ და სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროში დაიბარა, დაელაპარაკა მის მდგომარეობაზე და სწორედ ამის შემდეგ შეახვედრა იუსტიციის მინისტრს. თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან მისი გირაოს სახით გათავისუფლება გამართლებული იყო.
ირაკლია ალასანიას თქმით, გიორგი კალანდაძის შემცვლელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი მისი მოვალეობას ვახტან კაპანაძე შეასრულებს.