შალვა ხაჭაპურიძე პროკურატურას გამოსაძიებელ საქმეთა ნუსხას სთავაზობს
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებებით მიმართავს და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ადვოკატის მოთხოვნვათა ნუსხა ასე გამოიყურება:
1) დაიწყოს გამოძიება ბოლო 8 წლის მანძილზე პოლიციის მიერ ჩადენილი 140 მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით.
2) დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით ბეჟუაშვილის მიმართ მის მიერ გორის რაიონში ბიზნესმენ გოჩა გიუნაშვილის "ტირიფონ ჰესის" და სხვა ქონებების გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით. დანაშაულში იმხილებიან გორის სასამართლოს მოსამართლეები, საჯარო რეესტრის მოხელეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
3) პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის და მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მერაბ რატიშვილის უკანონო ბრალდებასთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი მაღალჩინოსნები .
4) პოლიტპატიმარი ბესარიონ ხვინთელიანი და მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიმართავს მთავარ პროკურატურას დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ბესარიონ ხვინთელიანის უკანონო ბრალდებასთან დაკავშირებით, პასუხისგებაში მიეცნენ ვანო მერაბიშვილი, ვერონიკა ქობალია და გია უდესიანისა და სხვათა მიმართ.
5) დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ვანო მერაბიშვილის სიმამრის სალაყაიას მიმართ მის მიერ პოლიტპატიმარ ბესარიონ ხვინთელიანის ოჯახის წევრებისაგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვასა და თაღლითურად მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.
6) დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ხურციძის უკანონო ბრალდებით პასუხისგებაში მიცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მაღალჩინოსების მიმართ, ასევე იმერეთის გუბერნატორ მაქაცარიას ყოფილი მერიის ამჟამინდელ პარლამენტარ გოჩა თევდორაძის კუდის და სოდის თანამშრომლების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების , პირადი ქონების გატაცებისა და მითვისების ფაქტზე.
7) ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიმართავს საფინანსო პოლიციას შემოწმდეს თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს , გამგეობის და 22 სოფლის რწმუნებულების საქმიანობა ფინანსურ ნაწილში ამ უკანასკნელთა მხრიდან თანხების კანონიერად ხარჯვის შემოწმების მიზნით.
კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარების დასახელებას შელვა ხაჭაპურიძე მოგვინებით აპირებს.