ორი ათასი პრობაციონერი გათავისუფლდება
ნოემბერში 2 000-მდე პრობაციონერი გათავისუფლედება. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 37 000 პრობაციონერია. მინისტრის განმარტებით, სამინისტროში ძალიან ბევრი დოკუმენტია შესული შეწყალების მოთხოვნით. ამიტომ მოხდა სპეციალური კრიტერიუმების შემუშავება, რის მიხედვითაც, გაათავისუფლებენ პატიმრებს.
"პირველ რიგში, ეს შეეხებათ: ხანდაზმულებს, არასრულწლოვნებს, მრავალშვილიან ოჯახებს. ნოემბერში პრობაციონერების გათავისუფლება ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება, ხოლო დეკემბერში უფრო გაფართოვდება ეს კრიტერიუმები", - განმარტავს მინისტრი.
მისივე თქმით, ასევე არსებობს ე.წ. მინუსკატეგორია, რომელთა გათავისუფლებისგანაც სისტემაში თავს იკავებენ. ეს უფრო მძიმე დანაშაულს შეეხება.
შეწყალების კომისია ძველი შემადგენლობით თვის ბოლოს შეიკრიბება. ხილო მომავალი წლიდან კომისია ახალი შემადგენლობით იმუშავებს.