ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თეა წულუკიანი:"ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ მოხდეს მოქალაქეების გადინება ტერორისტულ ორგანიზაციებში"

თეა წულუკიანი:"ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ მოხდეს მოქალაქეების გადინება ტერორისტულ ორგანიზაციებში"

საზღვარგარეთ, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის თავისუფლების აღკვეთით დასჯის მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება სხვა ქვეყნებში, ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილების მიზნით.ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს  განუცხადა.


მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა 18 დეკემბრის სხდომაზე.


"ამგვარი საქმიანობისკენ მოწოდებისთვის, ჩვენი შეთავაზებით, არის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამგვარ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან წევრობა არის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის ის, რაც ჩვენ მთავრობამ პარლამენტს შევთავაზეთ და შემდეგ ამ კანონს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ მოხდეს გადინება ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის მიზნით, არ დაგვემართოს ის, რაც გაცილებით დიდი მასშტაბის ევროპულ ქვეყნებს დაემართათ, ეს არის საკუთარი მოქალაქეების მოგზაურობა "ჯიჰადის" მიზნით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: