მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი პრაღაში გრძელდება

მიხეილ სააკაშვილის  ვიზიტი პრაღაში გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები.

ქვეყნის პირველი პირი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის მილან შტეკისა და ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მიროსლავა ნემცოვას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.


მიხეილ სააკაშვილს პირადად დახვდა ჰიუ ბეილი, რომელსაც დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩევენ.


შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: