"ბორჯომი“ - რეიდერული თავდასხმის მსხვერპლი?!

"ბორჯომი“  - რეიდერული თავდასხმის მსხვერპლი?!

IDS Borjomi International -ი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.

"IDS Borjomi International -ის უკრაინული ქვედანაყოფი IDS Group-ი რეიდერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. თავდასხმა ხორციელდება უკრაინის საგადასახადო და სხვა სამთავრობო წრეების შეცდომაში შეყვანის გზით. დღესდღეობით კომპანიას წარდგენილი აქვს 250-ათასიანი საგადასახადო მოთხოვნა. ამ მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღებულია კომპანიის აქტივები, რომელთა ღირებულებაც ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გაყინულია საბანკო ანგარიშები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს IDS Borjomi International - ის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობას.


IDS Borjomi International– ი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო კომპანია. საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ჯგუფის მართვის ქვეშ მოქმედებს მინერალური წყლების 8 ჩამომსხმელი ქარხანა. IDS Borjomi International – ი მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კომპანიის პორტფელის ძირითადი ბრენდებია "ბორჯომი", "მორშინსკაია", "მირგოროდსკაია" და "სვიატოი ისტოჩნიკი".


IDS Borjomi International – ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია. აქციონერთა შორის არიან უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები, აგრეთვე, საფრანგეთის, აშშ-სა და ჰოლანდიის მოქალაქეები", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: