წალკელი "ნაციონალები" პარტიას ტოვებენ!
"ნაციონალური მოძრაობის" რიგებს კიდევ 8 წევრი გამოაკლდა.
წალკაში რამდენიმე დღეა გამგებლის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას რამდენიმე "ნაციონალიც" შეუერთდა და მათ პროტესტის ნიშნად, პარტიის რიგები დატოვეს.
"ამირან საგინაძე, მიხეილ ჯაყელი, ჯემალ სანიკიძე, ავთანდილ დავლაძე, ნოდარ გიორგაძე და კიდევ რამდენიმე წევრს განცხადებები დაწერილი აქვთ და აპირებენ აქციას შემოუერთდნენ", _ განაცხადა "ქართული ოცნების" შტაბის უფროსმა ელგუჯა შავაძემ.