გაფიცული მძღოლები სოსო ჯაჭვლიანის იმედად?!

გაფიცული მძღოლები სოსო ჯაჭვლიანის იმედად?!

როგორც "ივერიონისთვის" გახდა ცნობილი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფება, სადაც ყვითელი ავტობუსების მძღოლების საკითხს განიხილავენ.


შეხვედრას მერიის წარმომადგენლები არ ესწრებიან. ყვითელი ავტობუსების მძღოლები ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის შედეგებს ელოდებიან.


წყაროს ინფორმაციით, მძღოლები ამის ეკონომიკის სამინისტროში დასრულებულკი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას _ გააგრძელებენ თუ არა გაფიცვას.


დღეს დილით ეკონომიკის სამინისტრომ გაანრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ "თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: