"კანონიერი" დამნაშავეები და მევახშეები ხელისუფლებაში-ვის მფარველობს დავით საგანელიძე?!
დავით საგანელიძეს იპოთეკით დაზარალებულები უპირისპირდებიან, მიზეზი კი მისი სიდედრის, მარიკა სანოძის "ბიზნესია". როგორც იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, მარიკა სანოძე ცნობილი მევახშეა, რომელსაც დავით საგანელიძე მფარველობს. თანხის გადაუხდელობის გამო, სანოძემ ბინებიდან 120 ოჯახი გამოასახლა. მარიკა სანოძეს 99 ბინა მის ნათესავ, ბაბულია ბერეკაშვილძე აქვს გაფორმებული, რომელიც ამავე დროს სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.
აღნიშნულ ინფორმაციას "თავისუფალი ზონა" ავრცელებს.