გარემოს დაცვის კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ახმეტის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა გია ცაგარეიშვილს დაუთმო.
"კომიტეტეტის თავმჯდომარე დროებით ვიყავი და მერე, პირადად ჩემი გადაწყვეტილებით გადავდექი. თავს ვალდებულად არ მივიჩნევ, ამაზე საუბრით ვინმეს ინტერესი დავაკმაყოფილო. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, გია ცაგარეიშვილი ჩემზე უკეთ მიხედავს კომიტეტს. თუმცა გარემოს დაცვის საკითხსაც მივხედავ, როცა კენჭს ახმეტაში ვიყრიდი, ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვამ ძალიან შემაწუხა. ამას ახმეტაში ძმები ლორთქიფანიძეები აკონტროლებენ და ვფიქრობ, ეს უკანონობა ყველას მოეკითხება", - აცხადებს ზურაბ ზვიადაური.