ხვალიდან ქალაქში ავტობუსების მოძრაობა აღდგება

ხვალიდან ქალაქში ავტობუსების მოძრაობა აღდგება

ყვითელი ავტობუსების მძღოლები მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებენ. 5-დღიანი გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ გლდანის მაჟორიტარ ტეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან გამართული მოლაპარაკებების შეხვედრი შემდეგ მიიღეს.

სოსო ჯაჭვლიანი მძღოლებს დაპირდა, რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებს სახელმწიფო კომისია დეტალურად შეისწავლის, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

ჯაჭვლიანმა მძღოლებს სრული თანადგომა გამოუცხადა და დაპირდა, რომ ყველა კანონიერი მოთხოვნა, პრეტენზია შესაბამისად განხილული და გადაწყვეტილი იქნება.


გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულია დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სამი სამგზავრო ავტოპარკის წარმომადგენელი მძღოლები ესწრებოდნენ, ასევე შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი.


ამასთან, ძალაში რჩება მძღოლების მოთხოვნა სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძისა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის აკაკი ჯოხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ყვითელი ავტობუსების მძღოლები 5 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და მათი გაფიცვის მთავარი მიზეზი ანაზღაურებით უკმაყოფილება და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: