პოლიტპატიმრები უფლებადამცველებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცნენ?!

პოლიტპატიმრები უფლებადამცველებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცნენ?!

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პარლამენტში დაჩქარებული წესით იმ პოლიტპატიმართა სიის წარდგენას ითხოვს, რომლებიც მისი თქმით, ამნისტიას ექვემდებარებიან. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.


"რატომღაც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამ ციფრს არ სცნობს და საკუთარი მოსაზრება აქვთ. ისინი დროის გახანგრძლივებას ითხოვენ ეს გახანგრძლივება კი, სავარაუდოდ, თებერვლამდე გასტანს, რაც სწორად არ მიგვაჩნია, რადგან უდანაშაულო ადამინის პატიმრობაში ყოფნის გახანგრძლივება თვეებით კი არა, ერთი საათითაც არ შეიძლება", - ამ ბობს ნანა კაკაბაძე.


უფლებადამცველის თქმით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს იმ პოლიტპატიმრების სიის შედგენაზე, რომელთა ამნისტიის საკითხსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. პოლიტპატიმართა სია პარლამენტში 19 ნოემბერს უნდა შევიდეს.


ნანა კაკაბაძის განცხადებით, დღეს საქართველოში 200 პოლიტპატიმარი იხდის სასჯელს, რაც საგანგაშო ციფრია. "სწორედ ამის გამოსწორების შანსი გვეძლევა ჩვენ. გვირჩევნია დაუშვათ შეცდომა და ასი დამნაშავე გვყავდეს გარეთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი  იყოს პატიმარი", _ აცხადებს კაკაბაძე.


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის" აღმასრულებელმა დრექტორმა ეკა ფოფხაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ საკითხს სათანადო დასკვნა სჭირდება, რათა არ მოხდეს ისე, რომ ამ სტატუსით ისარგებლოს რიგითმა დამნაშავემ. ამიტომაც, ჩვენ ვითხოვეთ დამატებით კიდევ ორი კვირა სათანადო დასკვნების გასაკეთებლად", _ განმარტავს ეკა ფოფხაძე.


"არავინ იფიქროს, რომ ჩვენ არ გვინდა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, პირიქით, ყოველთვის ვაყენებდით პოლიტპატიმრების საკითხს, თუმცა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ საკითხის დაყენებას არავითარი აზრი არ ქონდა", _აღნიშნა ეკა ფოფხაძემ.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: