თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება ამ პროცესების თანამონაწილე ხდება
პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარი უსუსურობის გამო ამ პროცესების თანამონაწილე ხდება.
"გვესროლეს, ყველა დააგდეს მიწაზე! თუ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის გახსნა, როგორც ეროსი კიწმარიშვილის საქმე გაუხსნელია, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თვითონ მონაწილე ხდება ამ პროცესის,"- განაცხადა პარტია "თეთრების" ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა.
ამ დროისათვის იური ვაზაგაშვილის ცხედარი ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცხედარი დარბაზში დღეს შუადღისთვის მას შემდეგ გადაასვენეს, რაც სამხარაულის სახელობის ბიუროში დასრულდა ექსპერტიზა.