კახეთში ნარკომომხმარებელი დააკავეს
კახეთის სამხარეო პოლიციამ ლია ჯანელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 260 მუხლის 1 ნაწილით ნარკოტიკების მოხმარების, შეძენისა და შენახვის ფაქტზე აღძრა.
"არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ იგი ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას რეალიზებით არის დაკავებული. მოქალაქე ლია ჯანელიძის სახლის ჩხრეკა და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მისი გადაყვანა კანონმდებლობის და პროცესუალური ნორმების სრული დცვით განხორციელდა. სახლის ჩხრეკას, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ესწრებოდნენ მოწმეები, კერძოდ ლია ჯანელიძის მეზობლები, რომლებსაც ადგილზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება სახლში არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც ლია ჯანელიძე თელავში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. შემოწმების შემდეგ იგი გამომძიებელმა სახლში ტაქსით გაუშვა. ლია ჯანელიძის მიმართ არანაირ მუქარას და შეურაცყოფას ადგილი არ ჰქონია", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფოციალურ განცხადებაში.