ვახტანგ ხმალაძე მთავარ პროკურატურას კომიტეტში მოწვევის თაობაზე მიმართავს

ვახტანგ ხმალაძე მთავარ პროკურატურას კომიტეტში მოწვევის თაობაზე მიმართავს

იური და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაძლოა სპეციალური დახურული სხდომა გამართოს. აღნიშნულ თემაზე დახურული სხდომის გამართვის საკითხი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ანი მიროტაძემ და თამარ კორძაიამ დასვეს.


როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, მათთვის საინტერესოა, რატომ გაჭიანურდა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება, რა რეაგირებას ახდენდა პროკურატურა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვისაც იური ვაზაგაშვილი ადებდა ხელს და როგორ მიმდინარეობს თავად იური ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, ის მთავარ პროკურატურას კომიტეტში მოწვევის თაობაზე მიმართავს. გამორიცხული არ არის ასეთი სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხვალ გამართოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: