ვიქტორ დოლიძე: ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს

ვიქტორ დოლიძე: ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს

ვიქტორ დოლიძემ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, შს მინისტრის მიერ ამ ფაქტის გამო თანამდებობის დატოვება არასწორი ნაბიჯი იყო.


"ის, რომ ჭიკაიძემ პასუხისმგებლობა მოიხსნა და გადადგა ამ კონკრეტული ფაქტის გამო,  ვფქრობ, რომ არ იყო სწორი ნაბიჯი. პასუხისმგებლობა არასოდეს უნდა მოიხსნა, პირიქით, ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე.  ჩემი აზრით, პრობლემა არის სისტემური, რომელიც შეეხება იმას, რომ ჭიკაიძე იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, ბადაშვილი  - გენერალური პროკურორი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ ენიჭება. კულისებს მიღმა მდგარი ერთი კაცი მართავს ქვეყანას, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს არის, რაც უნდა ითქვას და რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: