ბაჩო ახალაიას ბრალი უმძიმდება
ბაჩო ახალაიას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს, რადგან მის საქმეში მორიგი ახალი ეპიზოდი ჩნდება. - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურასთან ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განუცხადა.
რამდენიმე წუთის წინ დეკანოიძე პროკურატურაში სწორედ ამ ახალი მასალების გასაცნობად მივიდა. მისი განმარტებით, ეს ახალი ეპიზოდი თავდაცვის სამინისტროში მომხდარ მოვლენებს ეხება.