ვინ იქნება პრეზიდენტი: ხმალაძე, ალასანია თუ ღარიბაშვილი?!

ვინ იქნება პრეზიდენტი: ხმალაძე, ალასანია თუ ღარიბაშვილი?!

ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეთა ერთი ნაწილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.


ამის შესახებ დღეს არასამთავრებო ორგანიზაცია "ერთსულოვნება საზოგადოებისთვის" მიერ გამართულ კონფერენჩიაზე აღინიშნა. მათი თქმით, უნდა დაიწყოს 100 000 ხელმოწერის შეგროვება და ამის მაგალითს საზოგადოებას თავად აძლევენ.


ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კონსტიტუციონალისტი, საქართველოს პარლამენტის ივრიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, "ხელმოწერები ვერ იქნება პრეზიდენტის გადაყენების მიზეზი, რადგან, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. ეს მხოლოდ შესაძლოა მორალური ზემოქმედების ბერკეტი იყოს და მეტი არაფერი".


თუ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, "ქართულ ოცნებიდან" საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ დაასახელებენ. ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით კი, ამ დროისათვის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება.


შეგახსენებთ, რომ, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატად ახალი მთავრობის წინასწარ წარდგენისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე დაასახელა. ვინ იქნება რეალურად პრეზიდენტობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ამას უახლოეს მომავალში სევიტყობთ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: