პაატა ზაქარეიშვილი: ეს ხელისუფლების სერიოზული გამოწვევაა!
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
"ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, მე ვთვლი, რომ ეს ხელისუფლების სერიოზული გამოწვევაა. ორი წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევა არ გვქონია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დროულად იქნას გამოძიებული და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.