ნატალია ზაქარეიშვილი: ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის სახელები ისტორიაში შევა როგორც "ქვეყნისთვის თავდადებულები!"
"ივერიონის" ერთგულმა მკითხველმა და მხარდამჭერმა ნატალია ზაქარეიშვილმა სოციალურ ქსელში მეტად ტკივილიანი სტატუსი გამოაქვეყნა. ბუნებრივია, სტატუსი ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენას ეხება, რომელსაც ავტორი თავისებურ შეფასებას აძლევს.
აქტუალობიდან გამომდინარე, "ივერიონი" მას უცვლელად გთავაზობთ:
"სულით-ხორცამდე შემძრა... ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის ცხოვრების დეტალები და ბედი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.. ამ ორი ოჯახის ტრაგედია, როგორც მსხვერპლი საქვყნო საქმეს დასჭირდაო. თითქოს...
პირველად გირგვლიანის სიკვდილმა შეძრა ქვეყანა. მერე იყო ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი და უამრავი სხვა ახალგაზრდა ბიჭების ძალისმიერი მეთოდებით სიცოცხლის მოსპობის პრეცედენტები...
ქალბატონმა ირინამ შეკრა და გააერთიანა ეს იჯახები. ყველამ ერთად კი- შემოჰკრეს განგაშის ზარები საქართველოში.
ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო ერმა თვითგამორკვევა,გამოფხიზლება და ბრძოლის უნარი შეიძინა.
ირინა ენუქიძის გააფთრებულმა ბრძოლამ შინ, თუ გარეთ, მისმა დაუღალავმა ენერგიამ უდიდესი როლი შეასრულა წინა ხელისუფლების დასუსტებაში. ამ სწორუპოვარმა მრძოლამ ხელხემალში გადატეხა ნაცები, ხოლო შემდგომ მისმა სიკვდილმა კი საბოლოოდ ძირი გამოუთხარა ნაციონალურ მოძრაონას. ფაქტიურად, მაშინ დამთავრდა ის ხელისუფლება.. უბრალოდ ინერციით მცირე დროში კიდეცვ შემორჩნენ ხელისუფლებაში.
ახლა კი ბატონი იურის სიკვდილი გახდა უკვე საწყისი სამართლიანობის აღსრულებისა ქვეყანაში. სწორედ ახლა დაიწყო იმ ძირითადი მოთხოვნის აღსრულება, რასაც ხალხი მოსვლისთანავე უყენებდა ახალ ხელისუფლებას.
სამართალდამცავ სისტემის წმენდა დაიწყო. დიახ, უნდა გაიწმინდოს ეს სისტემა დამნაშავე, უპრინციპო და სხვის ჭკუაზე მოსიარულე ჩინოვნიკენისგან.
სამართალდამცავ ორგამოებში უნდა მოვიდნენ ღირსების მატარებელი და პროფესიული სინდისით გაჟღენთილი პროფესიონალები, ვისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას კანონი. და ძვირფასია ქვეყნის ინტერესები.
სახელწიფო იწყება და მთავრდება ამ უწყებებით. როცა ეს სისტემა გამართულია, მაშინ უკვე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიც ახდენენ განვითარებას. ყოველივე ამის შემდეგ კი ქვეყანა იწყებს აღორძინებას.
ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის სახელები დამოუკიდებელი საქართველოს უახლესს ისტორიაში შევა და ჩაიწერება ,როგორც ქვეყნისთვის თავდადებულები"