ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?

იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მთელი რიგი საკადრო ცვლილებები გამოიწვია. საინტერესოა, რომ არა ვაზაგაშვილი, ხელისუფლებას კიდევ რამდენ ხანს უნდა ეფიქრა რათა მიმხვდარიყო, რომ ამ პოლიტიკით ქვეყანა უბრალოდ დაღუპვისკენ მიჰყავდათ. იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ტრაფარეტულ ხასიათს ატარებდეს და როგორც ყველა სხვა გახმაურებული მკვლელობები დროთა განმავლობაში ეს საქმეც თაროზე მტვრით დაიფარება.
ხელისუფლების ყველა ქმედება, ნებისმიერ სფეროში, ამ ორი წლის განმავლობაში სხვა არაფერი იყო თუ არა თვითმკვლელობა და ამ ყველაფრის ხარჯზე "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ბოლო კვირის მოვლენენი გვაფიქრებინებს, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება, ეს რაღაც კი იქნება იმ შეცდომის გამოსწორება, რაც ივანიშვილმა ორი წლის წინ, პოლიტიკიდან წასვლით დაუშვა.
 ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, მის დაბრუნებამდე კი წინ დიდი გადაადგილებები იქნება.
ბიძინა ივანიშვილის გეგმებში, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ შედიოდა, ეს ჯერ კიდევ მისი პირველი განცხადებიდან გამოჩნდა, მისდა სამწუხაროდ, მის მიერ შერჩეულმა გუნდმა ვერ გაამართლა და ივანიშვილიც გეგმების შეცვლის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა.
ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მისი ჩარევის გარეშე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება "ოცნების" გარეშე გაგრძელდება, ეს კი ივანიშვილის ინტერესებში არანაირად არ შედის. დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში ეს სულ მალე გაირკვევა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: