დღეს პარლამენტი 10 ახალი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილებას ცნობს
პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადასულ დეპუტატთა ადგილმონაცვლეებს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.
ირაკლი ალასანიას პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილი შეცვლის, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე მახირ დარზიევია, მაია ფანჯიკიძის - თამაზ მეჭიაური, ნოდარ ხადურს ალექსანდრე თამაზაშვილი შეცვლის, სოზარ სუბარს თენგიზ ხუბულური ჩაანაცვლებს, ალექსი პეტრიაშვილის ადგილმონაცვლეა თამაზ შიოშვილი, გურამ ოდიშარიას ადგილს პარლამენტში ოთარ ჩრდილელი დაიკავებს, პაატა ზაქარეიშვილს ფრიდონ საყვარელიძე ცვლის, ხოლო გელა ხვედელიძეს – დავით ლორთქიფანიძე.
პარლამენტში სამი დეპუტატის ადგილი რჩება თავისუფალი. ესაა სამტრედიის, ნაძალადევისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქები, სადაც კახი კალაძის, თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის ადგილს ის ადამიანები დაიკავბენ, რომელთაც ამ სამ ოლქში ხალხი აირჩევს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12 საათზე დაიწყება.