პეტრო პოროშენკო:რუსეთის შეჩერებას ჩვენ ვერ შევძლებთ!

პეტრო პოროშენკო:რუსეთის შეჩერებას ჩვენ ვერ შევძლებთ!

რუსეთს მილიონიანი ჯარი ჰყავს, ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი არმია, რომლის შეჩერებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელევიზია TVN24-ის ეთერში ისაუბრა.


"ჩვენ შევქმენით ახალი არმია, რომელიც ბოევიკებს წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ რუსეთს მილიონიანი ჯარი ჰყავს. ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი არმია, მის შეჩერებას ჩვენ ვერ შევძლებთ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკო, რუსეთის ხელისუფლებას მინსკის მოლაპარაკებებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ერთადერთი გამოსავალი, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაა. სხვა შემთხვევაში, ჯარისკაცებისა და მშიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა, უკონტროლო ხდება"- აღნიშნა პოროშენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: