ბიძინა ივანიშვილი ნატოს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

ბიძინა ივანიშვილი ნატოს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

ჩვენ სიმართლე ქართველ ხალხს გავაგებინეთ და ასევე გავაგებინებთ მას ამერიკელებსა და ევროპელებს.


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ საუბრისას განაცხადა. ამ განცხადებით პრემიერი ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის კომენტარს გამოეხმაურა. 

„ჩვენ სიმართლე ქართველ ხალხს გავაგებინეთ და ასევე გავაგებინებთ მას ამერიკელებსა და ევროპელებს. ჩვენ პარტიული ნიშნით და შერჩეული სამართლით არ ვაპირებთ მოქმედებას. ამაში მე დავარწმუნებ ბატონ რასმუსენს შეხვედრის დროს. ნატოსაც შეუძლია სამუშაო ჯგუფი შექმნას და ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იმის გარკვევაში, თუ რა ხდებოდა ქართულ ჯარში და რა ხდება ახლა. სიამოვნებით შევთავაზებ ამას ბატონ რასმუსენს“, - განმარტა პრემიერმა  ივანიშვილმა.


ივანიშვილის თქმით, ინიციატივას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ,  ანდერს ფოგ რასმუსენს პირადად შესთავაზებს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: