არჩილ კბილაშვილი თეა თუთბერიძის ბრალდებას უარყოფს

არჩილ კბილაშვილი თეა თუთბერიძის ბრალდებას უარყოფს

მთავარი პროკურორი თეა თუთბერიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჯარისკაცებს ჩვენებებს ზეწოლის ქვეშ ართმევენ.


კბილაშვილის განცხადებით, გავრცელებული ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება. დარასელია და კინწურაშვილი მართლაც ფიგურირებენ ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდში. მისი თქმით, ეს ადამიანები იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები და მონაწილეობდნენ იმ ინციდენტში, როდესაც ზვიად აბესაძეს თავისუფლება აღუკვეთეს და ბაჩო ახალაიას ბრძანებით გადაიყვანეს ერთ-ერთ ბინაში, სადაც მოხდა მისთვის თავისუფლების აღკვეთა. როგორც კბილაშვილი აცხადებს, ბაჩო ახალაიას ეს ბრძანება სისრულეში მოიყვანეს გაგა მკურნალიძემ და მისმა ხელქვეითებმა - დარასელიამ და კინწურაშვილმა.


"თუ ჩვენ, ეს ჩვენება ზეწოლის ქვეშ მივიღეთ, მაშინ მათი დაკავებაც შეგევძლო, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთეთ ეს, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მეორეხარისხოვნები, საქმის შემსრულებელები",-განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: