საქართველოს სამხედრო რწმუნებული ეყოლება?!

საქართველოს სამხედრო რწმუნებული ეყოლება?!

საპარლამენტო უმრავლესობა სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის.


ინციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია.
სამხედრო რწმუნებული იქნება დამხმარე სამხედრო ძალების საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად. მას ექნება დაცვის გარანტიებიც, დაუშვებელი იქნება მისი სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიცემა,  ბინის, ავტომანქანის და სამუშაო კაბინეტის გაჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისი იქნება დანაშაულზე წასწრება.


სამხედრო რწმუნებული 30 წელზე ზევით ასაკის უნდა იყოს და ამას საქართველოს პარლამენტი 5 წლის ვადით აირჩევს.  კანდიდატის წარდგენის უფლება ექნებათ: საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის სულ ცოტა 10 კაციან შემადგენლობას.


სამხედრო რწმუნებული პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს, საქართველოში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.


შეგახსენებთ, რომ კანონპროქტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: