ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ვახტანგ გომელაური: არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება!

ვახტანგ გომელაური: არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება!

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

გომელაური აცხადებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებენ, რადგან ეს ქვეყანას სერიოზულად უკან დახევს.

"როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რაღა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია. ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნლოვანია სტაბილურობა, რათა ინვესტიციები შემოვიდეს. ახლა გახლდით რიგაში ვიზიტად ვიზალიბერალიზაციისთვის საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა. შევხვდით ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს და ისინიც გვიცხადებენ დიდ მხარდაჭერას. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რადგან ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სერიოზული უკან დახევა. ჩვენს ქვეყანაში დესატბილიზაცია გამოიწვევს იმ მონაპოვრის დაკარგვას რასაც ქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა.", - აცხადებს გომელაური.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: