ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ოთარ მირზოევი: ამ დროს რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა, - "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!

ოთარ მირზოევი: ამ დროს რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა, - "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!

იური ვაზაგაშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ უკანასკნელ ინტერვიუში, შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვიტანილად ოთარ მირზოევს ასახელებდა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინლური პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ დატოვა.

"კვირის პალიტრასთან"  ე.წ კორტების სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა  ოთარ მირზოევმაც:

"წინადღეს ხელმძღვანელმა დამირეკა, დილით ადრე უნდა მოხვიდე სამსახურში, ვინაიდან დამნაშავეთა ასაყვანი ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთო. როდესაც ობიექტზე მივედი, შევიტყვე, რომ ეს ჯგუფი ერთ-ერთ მისამართზე საყაჩაღოდ უნდა მისულიყო. ამ ღონისძიებას სხვა განყოფილება ატარებდა და ვინაიდან დამხმარე განყოფილება ვიყავით,

ზუსტად არც ვიცოდით, ვისთან და რასთან გვქონდა საქმე. იმხანად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად ვმუშაობდი. სპეცოპერაციაში დაახლოებით 150 პოლიციელი მონაწილეობდა. თრილერებში რომ გინახავთ სროლა, ისეთი სიტუაცია იყო კორტებთან. წამებში ხდებოდა ყველაფერი. ერთადერთი, რაც შევნიშნე, ის იყო, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ბიჭების დასაკავებლად მიდიოდა, მათმა მანქანამ დაარტყა და წაიქცა. გაელვებასავით დავინახე, მანქანის მინა რომ გაიბზარა. ამ დროს რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა, - "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!" - და დაიწყო საშინელი სროლა ორივე მხრიდან…

პირველმა ვინ ისროლადა საიდან არ დამინახავს. მხოლოდ ის დავინახე, რომ ვაზაგაშვილის მანქანის გვერდითა მინა გაიბზარა. ჩვენ მარჯვენა მხარეს ვიყავით და იქიდან მიდიოდა სროლა.

ერთი ტყვიაც არ მისვრია. შვილების სიცოცხლეს ვფიცავ. ვაზაგაშვილების გულისთვის შვილებს არ დავიფიცებ... მე ჩემი ხელმძღვანელობის ბრძანებას ვასრულებდი- შემთხვევის ადგილს ვიცავდი."- აცხადებს მირზოევი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: