ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მამუკა არეშიძე: ვიღაცამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ვაზაგაშვილის მოკვლით რამდენიმე კურდღელს დაიჭერდნენ

მამუკა არეშიძე: ვიღაცამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ვაზაგაშვილის მოკვლით რამდენიმე კურდღელს დაიჭერდნენ

 სავარაუდოდ, ვაზაგაშვილის მკვლელობა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა, რადგან "ვიღაცამ იგრძნო, რომ მასზე სიმართლე ირკვეოდა". აღნიშნულზე არეშიძე "პრაიმტაიმს " ექსპერტი მამუკა არეშიძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივზე ესაუბრა.

"ვაზაგაშვილის მკვლელობა ივანიშვილთან ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა. რადგან ვიღაცამ იგრძნო, რომ მასზე სიმართლე ირკვეოდა. როგორც ჩანს, დამნაშავეებმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს. ვიღაცამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ვაზაგაშვილის მოკვლით რამდენიმე კურდღელს დაიჭერდნენ, ჩაფარცხავდნენ სიტუაციას და გარდა ამისა, მთავრობის დისკრედიტაციას მოახდენდნენ. ეს მკვლელობა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ჩატარებული, ეს მაფიქრებინებს, რომ ძალოვნების მიერაა განხორციელებული", - განაცხადა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის თქმით, შესაძლოა "ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც განხორციელდეს ტერაქტი".

"შესაძლოა, თანამდებობის პირის წინააღმდეგ იყოს ჩატარებული ტერაქტი და ვინ არის ის თანამდებობის პირი ან ისეთი მდგომარეობის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, სიტუაცია მკაცრად გააკონტროლოს? ასეთი ადამიანი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილია. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ მის წინააღმდეგაც დაიგეგმოს ტერაქტი. სწორედ იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, ძალიან სერიოზული ოპერატიული ღონისძიებებია ჩასატარებელი და რაც შეიძლება სწრაფად", - აღნიშნა არეშიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: