ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ვინ ესროლა საკონტროლო ტყვია ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს?

ვინ ესროლა საკონტროლო ტყვია ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს?

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, დადგენილია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს საკონტროლო ტყვია გიორგი ცააძემ ესროლა. ცააძე უკვე დაკავებულია.
"გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ავტომობილს, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილი მართავდა და ცეცხლსასროლი იარაღით საკონტროლო ტყვიები ესროლა სალონის წინა ნაწილში მჯდომ ზურაბ ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს," - განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ავტომობილის მიმართულებით 97-ჯერ ისროლეს.  ზურაბ ვაზაგაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა, ალექსანდრე ხუბულოვს - 9 ცეცხსასროლი ჭრილობა, მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული ასევე ბონდო ფუთურიძესაც. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: