ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

„ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს“-ახალი დეტალები ყოფილი პრემიერის საქმეში

„ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს“-ახალი დეტალები ყოფილი პრემიერის საქმეში

ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრის მიხეილ ძაძამიას ინფორმაციით როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე შევიდნენ მათ ცხედრებზე რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავთ. 

"დანამდვილებით მინდა ავღნიშნო, რომ არცერთ ცხედარს არანაირი დაზიანება არ ჰქონდათ. ჩვენ ბატონი რაული გავიყვანეთ და ჩავსვით ჩვენს მანქანაში, მე მეჭირა ფეხები და გაგვივარდა კიდეც. მერე უკვე დავაბრუნეთ თავის ადგილას,"- განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ ძაძამიამ. 

ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე ყოველ სხდომაზე და დაკითხვის დროს სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. 

"ისინი გამუდმებით ცვლიან ჩვენებას და აქვთ აღიარებითი ჩვენება. მე დღევანდელი სხდომიდან ვერაფერი ღირებული ვერ მოვისმინე,"- განაცხადა პროკურორმა რევაზ ნადოიმ.

დღესვე სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პატიმარ თეიმურაზ გვარაძის წერილი წაიკითხა.

წერილში, რომელიც სასამართლოს მსჯავრდებულმა გაუგზავნა ნათქვამია, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს და ის მზად არის ჩვენების მისაცემად.  

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: