ლევან გაბუნია: „მიმიფურთხებია იმ თბილისელებისთვის ვინც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს"

ლევან გაბუნია: „მიმიფურთხებია იმ თბილისელებისთვის ვინც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს"

ლევან გაბუნია, 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა, საკუთარი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად ბექა პაპუაშვილი მოკლა, რისი მოწმეც ჩემი შვილი იყო. ერთი წლის შემდეგ, ჩემი შვილი, როგორც მოწმე, მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. 2002 წელს არ აგო პასუხი პაპუაშვილის მკვლელობაზე, მაგრამ 2003 წელს მთავრობა შეიცვალა და შიშით, რომ ახალ მთავრობას შეიძლება საქმე გამოეძიებინა, მოწმე მოიშორეს", - აღნიშნა ლევან გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ნათელი მას შემდეგ მოეფინება, როდესაც გიორგი გაბუნიას და ბექა პაპუაშვილის მკვლელობის საქმე დასრულდება და გაირკვევა, რომ ზურა ვაზაგაშვილი პაპუაშვილის მკვლელი იყო.

ლევან გაბუნიას თქმით, ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებს იძიებს.

"წინა ხელისუფლების დროს გაფრთხილებული ვიყავი და ვიცოდი, რომ საქმე არ გაიხსნებოდა იმ ხელისუფლების პირობებში. იმედი მქონდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გაიხსნებოდა. მაგრამ, ხომ ხედავთ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებზე ბატონმა პრემიერმინისტრმა ბრძანა, რომ ყველა გახმაურებულ საქმეს გამოიძიებენ. ჩემი საქმე, ორი 21 წლის ბიჭის მკვლელობა არ არის გახმაურებული? უნდა ამაფეთქონ რომ ჩემი შვილის საქმე გაირკვას საბოლოოდ? ან გია პაპუაშვილი უნდა ააფეთქონ? პოლიტიზირებულია საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსებს სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ვაზაგაშვილი არავითარი გმირი არ იყო. მიმიფურთხებია იმ თბილისელებისთვის ვინც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს", - თქვა ლევან გაბუნიამ გადაცემა არჩევანის ეთერში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: