ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი სესიაშვილი: სამართლიანობის აღდგენისთვის სახელმწიფო დიდ ძალისხმევას გაიღებს

ირაკლი სესიაშვილი: სამართლიანობის აღდგენისთვის სახელმწიფო დიდ ძალისხმევას გაიღებს

როგორ შემიძლიამხარი დავჭირო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებულ საგამოძიებო კომისიის  შექმნის საკითხს, როდესაც მათ ამ მკვლელობებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ამის შესახებ საქარტველოს პარლამენტის უსაფრთხოებისადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.



"როგორ შეიძლება მხარი დავუჭირო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოყენებულ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, როდესაც მათ აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მკვლელობებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


"სამართლიანობის აღდგენა ეს არის პროცესი და ამ მიმართულებით სახელმწიფო დიდ ძალისხმევას გაიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი კრიტიკა მოვისმინეთ საზოგადოების მხრიდან, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურა დროულად არ მოქმედებს. თუმცა, თითო მოწმის დაკითხვასაც სერიოზული დრო სჭირდება და აქ ადგილი დროის გაწელვასთან არ გვაქვს. აქ არის პროკურატურის მხრიდან სწრაფვა და სურვილი, მაქსიმალურად დაცული იყოს ნორმები. მე სიმბოლურად მეჩვენა "ნაციონალური მოძრაობის" რეაქცია, ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი აპელირებენ პოლიტიკურ მოტივებზე და ეს ჩემთვის არის სიმბოლური, როდესაც ვაზაგაშვილის ფაქტთან მიმართებაში, "ნაციონალური მოძრაობა" ბრალდებულების ინტერესებს იცავს და მათი პოზიციების გამყარებას ცდილობს. ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი პასუხისმგებელები იყვნენ პოლიტიკურად იმ მკვლელობებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: