ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საუბრობს:

"საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია, სათანადო დოკუმენტაცია გადაეცა უკრაინის მხარეს. როგორც ვთქვი, უკვე გადაწყვეტილება ბატონი ადეიშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით არის უშუალოდ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის მხარის მისაღები. ჩვენ ვერანაირ ზეწოლას უკრაინაზე ამ კუთხით ვერ მოვახდენთ.  დაველოდებით, როდესაც ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, პატივს ვცემთ იმ გადაწყვეტილებას, როგორც საქართველოს მთავრობა. მთავრობის პოლიტიკის სისუსტეს ამას ვერ დავარქმევდი, რადგან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინტერპოლის ვებგვერდი და  ნახოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით არის ძებნილი  და გადაადგილდებიან სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, ასე რომ, ეს არ არის სიახლე. საქართველოსთვის შეიძლება, ეს არის  სენსაციური ამბავი, როგორც ერთი ცალკე აღებული შემთხვევა, მაგრამ ინტერპოლისთვის ეს არ არის განსაკუთრებული სიახლე", - განაცხადა თალაკვაძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: